24.11.2024 | 21:31
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
რა საკითხებზე სასაუბროდ ჩავიდნენ მოსკოვში „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერები [ვიდეო]

   სამხედრო კონფლიქტის პირისპირ უძლურია ყველა მოქმედი საერთაშრისო ორგანიზაცია და უსაფრთხოების სისტემა. ეს რუსეთ-უკრაინის საომარმა მოქმედებებმა ცხადყო. მსოფლიოსთვის გეოპოლიტიკური საფრთხეები ახალი გააზრების საფუძველი გახდა.

რა გამოწვევების წინაშე დადგა საქართველო რუსეთისა და უკრაინის ომის შემდეგ და გრძნობს თუ არა საზოგადოება და პოლიტიკური სპექტრი მომატებულ რისკებს. რა გამოსავალს სთავაზობს პატრიოტთა ერთიანი ფრონტი სახელმწიფოს და რა საკითხებზე სასაუბროდ ჩავიდნენ მოსკოვში „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერები.

„ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი რისთვისაც მე აქ ვარ არის ის, რომ საქართველო არ დაიღუპოს. ჩემთვის, როგორც ქართველისთვის, მთავარი საქართველოს გადარჩენაა. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველო არანაირ საომარ მოქმედებებში არ იყოს ჩართული. მე ერთმნიშვნელოვნად მესმის, რომ ეს იქნება ჩვენი ქვეყნისთვის დამღუპველი. საერთოდ სახელმწიფომაც კი შეიძლება არსებობა შეწყვიტოს.

უკრაინა საქართველოზე მრავალჯერ დიდია, როგორც მოსახლეობით, ასევე ტერიტორიით. დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ უკრაინის სახელმწიფოებრიობაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. საქართველომ უნდა გამოაცხადოს სამხედრო ნეიტრალიტეტი. საქართველომ არ უნდა მიიღოს მონაწილეობა არცერთ სამხედრო ბლოკში, მათ შორის - ნატოში. არცერთი უცხოური ბაზა არ უნდა განთავსდეს საქართველოში და ასევე, უცხოელი სამხედროების მონაწილეობით სამხედრო წვრთნები არ უნდა ჩატარდეს. ეს არის სწორი პოლიტიკა, რომელიც დაამშვიდებს გარემოს და მოუტანს საქართველოს მშვიდობას. ჩვენ თუ ამ მიმართულებით არ წავალთ, ვშიშობ, რომ  საომარ ვითარებაში ჩავერთვებით. უფრო მეტიც, ვფიქრობ, რომ ყოველთვის ადექვატურად სიტუაციას ვერ აღვიქვამთ. ძალიან ვწუხვარ, მაგრამ მეჩვენება, რომ საომარი მოქმედებების გეოგრაფია გაფართოვდება“- განაცხადა „პატრიოტთა ალიანსის“ თავმჯდომარემ  დავით თარხან-მოურავმა მოსკოვში გამართულ ბრიფინგზე.

დღის გადაცემები