საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. მხარდამჭერები პოლიციის კორდონის გარღევას ცდილობდნენ. ადგილზე სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებული.
„მორაგბეები მშვიდობიანად ვართ განწყობილი, უბრალოდ, დავაყენეთ მოლი, მოლი არის რაგბის ილეთი, ჩვენ შევიკარით და მივაწექით, რომ შევსულიყავდით და ჩაგვეშალა ეს არალეგიტიმური არჩევნები. მშვიდობიანი აქცია გვინდოდა, მაგრამ აქ ისეთი ადამიანები გაჩნდნენ, რომლებიც რაგბთან კავშირში არ არიან. სამარცხვინოა ეს, რაც აქ ხდება“, - აცხადებს მორაგბე სიმონ მაისურაძე.
ცნობისთვის, დღეს, „ექსპო ჯორჯიაში" რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები იმართება. როგორც ცნობილია, პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატია სოსო ტყემალაძე.
გასული წლის 30 დეკემბერს ჩატარებულ არჩევნებში ირაკლი აბუსერიძემ გაიმარჯვა, მაგრამ საჯარო რეესტრმა პრეზიდენტად არ დაარეგისტრირა.
ირაკლი აბუსერიძის მხარდამჭერები ამ არჩევნებს არალეგიტიმურად აფასებენ და თვლიან, რომ პრეზიდენტი უკვე არჩეულია და ის ირაკლი აბუსერიძეა.