დღის სიახლეები
რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნები 10 მარტს გაიმართება [ვიდეო]
რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნები 10 მარტს გაიმართება. ამ ფაქტს, სარაგბო კლუბ, ბორჯღალოსნების ვეტერანები ეხმაურებიან.
არჩევნებამდე ორი დღით ადრე კი სპორტსმენთა ნაწილი ისევ ზეწოლაზე საუბრობს.
"10-ში ეს არის დე ფაქტო არჩევნები და ჩვენ არ შევეგუებით. ვიკრიბებით იქ 10-ში, შევეცდებით, რომ ყველანაირად ხელი შევუშალოთ და გავაპროტესტოთ, რომ ეს არჩევნები არ შედგეს.
წინასწარ არაფერს ვგეგმავთ, მაგრამ აგრესიას აგრესიით ვუპასუხებთ და წნეხს - წნეხით, გამჩერებლები არ ვართ"– აცხადებს ვეტერანი მორაგბე სიმონ მაისურაძე.
შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს რაგბის კავშირის საარჩევნო საანგარიშო ყრილობა სწორედ კვორუმის არარსებობის გამო ჩაიშა
მსგავსი
დღის გადაცემები