24.11.2024 | 23:35
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
რეალური ზრუნვა თუ პრემიერ-მინისტრის პოპულისტური ინიციატივა?! [ვიდეო]

შემცირდება თუ არა საქართველოში ღარიბი ადამიანების რაოდენობა? „ოცნების“ მმართველობისას სიდუხჭირის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახების რიცხვი, არათუ შემცირდა, უფრო მეტად გაიზარდა. უდიდესია სახელმწიფოს ფინანსური დახმარების იმედად მყოფი პირების რაოდენობაც.

2012 წელი საარსებო შემწეობას, 472 ათასი ადამიანი იღებდა, 2021 წელს კი ეს მაჩვენებელი, 34.2%-ით გაიზარდა. დღეს ქვეყანაში საარსებო შემწეობას 633 586 ადამიანი იღებს. მათგან 200 ათასს პრემიერ მინისტრი დასაქმებას ჰპირდება, თუმცა სად არის ამდენი სამუშაო ადგილი  ღარიბაშვილს არ დაუკონკრეტებია. ოპონენტები მთავრობას, ჯერაც, წლების წინ მიცემულ და შეუსრულებელ დაპირებებს ახსენებენ.

დღის გადაცემები