დღის სიახლეები
რეზო გაბრიაძე მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს [ვიდეო]
ქართველი მხატვარი, თეატრისა და კინოს რეჟისორი, მწერალი და მოქანდაკე, რეზო გაბრიაძეს დღეს, მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს. ანჩისხატში გამართულ პანაშვიდზე, საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები და რეჟისორის გულშემატკივრები იმყოფებოდნენ. რეზო გაბრიაძე 6 ივნისს გარდაიცვალა. ის 35-ზე მეტი ფილმის ავტორია.
1981 წელს რეზო გაბრიაძემ თბილისში მარიონეტების თეატრი დააარსა, რომელმაც პირველივე სპექტაკლიდან დაიპყრო მაყურებელთა გულები და დღეს თეატრი მთელ მსოფლიოში მოგზაურობს. ის მრავალი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია, მათ შორის არის საფრანგეთის რესპუბლიკის ხელოვნებისა და ლიტერატურის კომანდორის ორდენი, რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია და ა.შ. მისი უკანასკნელი, ავტობიოგრაფიული ანიმაციური ფილმი, "ჰარი- ჰარალე, დედაო!" ოსკარზე იყო წარდგენილი.
მსგავსი
დღის გადაცემები