24.11.2024 | 20:49
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის გადადგომას, უწყვეტ რეჟიმში მუშაობის გაგრძელების გარანტიას და პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ

რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებენ. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მედიკოსები ითხოვენ კლინიკის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, ზაზა ავალიანის გადადგომას, კლინიკის უწყვეტ რეჟიმში მუშაობის გაგრძელების გარანტიას და პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას.

როგორც მედიკოსები აცხადებენ, მათი პროტესტი პოლიტიკური ხასიათის არ არის, ხოლო პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას საკითხის საბოლოო დაზუსტების მიზნით ითხოვენ.

"ჯანდაცვის მინისტრის მიერ ტელე-ეთერებიდან გავრცელდა ინფორმაცია კლინიკის დანგრევის აუცილებლობის შესახებ. განცხადებას წინ უძღოდა რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლების მიმართ არნახული და ბინძური დისკრედიტაციის არაერთი მცდელობა. ვითხოვთ, დავუბრუნდეთ თავდაპირველ გეგმას არსებული პროექტით, რომელიც ითვალისწინებს კლინიკის რეაბილიტაციას მუშაობის უწყვეტობის პირობებში.

ვინაიდან კლინიკის მოქმედი დირექტორი არ გამოხატავს კლინიკის ინტერესებს, ეწევა მის დისკრედიტაციას და არ ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას, მოვითხოვთ გაათავისუფლოთ დაკავებული თანამდებობიდან. პრემიერ-მინისტრის ბოლო განცხადებებიდან გამომდინარე გვიჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ მასთან სწორი ინფორმაცია არ მიდის. ამიტომ, საკითხის საბოლოო დაზუსტების მიზნით ვითხოვთ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას", - აცხადებენ რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები.

დღის გადაცემები