24.11.2024 | 17:44
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
რექტორის არჩევის წესის ცვლილებაზე სტუდენტთა სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე იმსჯელეს

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რექტორი გიორგი შარვაშიძე, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი შამათავა, იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი არჩილ კუკულავა, ადმინისტრაციის წარმომადგენლები სამუშაო ფორმატში, სტუდენტურ ჯგუფს, რექტორის არჩევის წესის ცვლილების საკითხთან დაკავშირებით შეხვდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ თსუ ავრცელებს.

მათივე ცნობით, გიორგი შარვაშიძემ შეხვედრის მონაწილეებს რექტორის არჩევის წესთან დაკავშირებით არსებული საერთაშორისო გამოცდილება გააცნო.

"შეხვედრაზე აღინიშნა, რომ როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ასევე სხვა სახელმწიფო უმაღლესი განათლების დაწესებულებებში, განსაზღვრული რექტორის არჩევის წესი, პროცედურები და კრიტერიუმები კანონით "უმაღლესი განათლების შესახებ" რეგულირდება, შესაბამისად, ცვლილების შესახებ გადაწყვეტილება პარლამენტმა უნდა მიიღოს, თუმცა, ეს არის საკითხი, რომელზეც მსჯელობის დაწყება შესაძლებელია.

ასევე, იმსჯელეს, თუ როგორ შეიძლება საქართველოში მოქმედ კანონმდებლობაში არსებული წესის ცვლილება არჩევნებში აკადემიური და სამეცნიერო პერსონალის ჩართულობის გაზრდისა და დემოკრატიული პრინციპების გათვალისწინებით.

სამუშაო ფორმატში შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება. საერთო საცხოვრებლის, ფინანსური გამჭვირვალობის თემებზე პირველი შეხვედრა უკვე გაიმართა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

დღის გადაცემები