დღის სიახლეები
რეჯეფ თაიფ ერდოღანი: "დღეიდან მარცვლეულის შეთანხმება განახლდება"
შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება განახლდება, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
"გუშინ პუტინთან ჩვენი სატელეფონო საუბრის შემდეგ, დღეს 2 ნოემბერს შუადღიდან მარცვლეულის გადაზიდვა გაგრძელდება, როგორც აქამდე იყო დაგეგმილი" - აცხადებს თურქეთის პრეზიდენტი.
ერდოღანმა აღნიშნა, რომ დღეს მოგვიანებით მას სატელეფონო საუბარი ექნება უკრაინელ კოლეგასთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან.
მსგავსი
დღის გადაცემები