დღის სიახლეები
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - სამხრეთ კავკასიაში ექვსი ქვეყნის მონაწილეობით პლატფორმის შექმნა შეიძლება
თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, სამხრეთ კავკასიაში ექვსი ქვეყნის მონაწილეობით პლატფორმის შექმნა შეიძლება, რაც სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობის განვითარებას შეუწყობს ხელს. რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აღნიშნა, რომ საუბარია აზერბაიჯანზე, თურქეთზე, რუსეთზე, ირანსა და საქართველოზე. სურვილის შემთხვევაში, სომხეთზეც. მისივე თქმით, რეგიონის განვითარებისთვის ეს კარგი თანამშრომლობა იქნება. თურქეთის პრეზიდენტმა განმარტა, რომ მან ეს საკითხი აზერბაიჯანის პრეზიდენტთან შეხვედრის დროს განიხილა. ამასთან, ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქეთი რეგიონში მშვიდობას უჭერს მხარს.
მსგავსი
დღის გადაცემები