თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ დასავლელმა ელჩებმა ნაბიჯი უკან გადადგეს და უფრო ფრთხილები იქნებიან თავიანთ განცხადებებში. ერდოღანმა აღნიშნა, რომ ელჩების განცხადებები თურქეთისა და მისი სუვერენიტეტის წინააღმდეგ იყო მიმართული, თავად ანკარა კი კრიზისის გამწვავებას არ გეგმავდა. დასავლეთის ქვეყნის საელჩოებმა კი გაავრცელეს განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის შესაბამისად თურქეთის შიდა საქმეებში ჩარევას არ გეგმავენ. 23 ოქტომბერს თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პერსონა ნონ გრატად გამოაცხადებდა იმ ქვეყნების ელჩებს, რომლებმაც თურქეთის ხელისუფლებას დაპატიმრებული თურქი ბიზნესმენისა და ფილანთროპის, ოსმან კავალას გათავისუფლებისკენ მოუწოდეს. ბიზნესმენი ოსმან კავალა თურქეთში ოთხი წლის წინ დააკავეს და მას თავდაპირველად ბრალად ედებოდა 2013 წლის გეზის პარკის გამო გამართულ პროტესტთან და შემდგომ არეულობებთან კავშირი. გასულ წელს მას ეს ბრალდებები მოუხსნეს, თუმცა წელს ეს გადაწყვეტილება გაუქმდა და დაკავებულის წინააღმდეგ დაემატა ახალი საქმე, რომელიც 2016 წლის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას უკავშირდება.
დღის სიახლეები
რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, დასავლელი ელჩები თავიანთ განცხადებებში უფრო ფრთხილები იქნებიან [ვიდეო]
მსგავსი
დღის გადაცემები