დღის სიახლეები
რიგაში ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალი გაიმართება [ვიდეო]
ლატვიის დედაქალაქ რიგაში დღეს და ხვალ ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართება. მინისტერიალზე საქართველო და უკრაინაც არიან მიწვეული. რამდენიმე დღის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრები ქართველ და უკრაინელ პარტნიორებთან რეგიონში არსებულ ვითარებაზე იმსჯელებენ. განცხადება გამოაქვეყნა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმაც, სადაც აღნიშნულია, რომ ვაშინგტონი 2008 წელს ნატო-ს ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების მხარდაჭერას განაგრძობს, რომლის მიხედვითაც საქართველო და უკრაინა ნატო-ს წევრები გახდებიან.
მსგავსი
დღის გადაცემები