დღის სიახლეები
რისკების და საფრთხეების პირისპირ მყოფი საქართველო [ვიდეო]
გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა, ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალი და ომი უკრაინაში, რომლის შეჩერებაც საერთაშორისო ორგანიზაციებმა 44-ე დღეა ვერ შეძლეს. უსაფრთხოების სისტემის კრიზისზე სულ უფრო მეტს საუბრობენ დასავლეთში, თუმცა საქართველოში გეოპოლიტიკური პროცესები პრაქტიკულად უგულვებელყოფილია. ხელისუფლებაში არ იციან რა არის ქვეყნის უსაფრთხოების გარანტი, ახალ პოლიტიკურ ცენტრში კი ნეიტრალურ სტატუსზე მსჯელობენ. პატრიოტთა ერთიან ფრონტში მიაჩნიათ, რომ საქართველომ საერთაშორისო საზოგადოებასთან თანხმობით სამხედრო მიუმხრობლობაზე,როგორც სახელმწიფოსთვის რისკების არიდების უალტერნატივო გზაზე უნდა იმსჯელოს.
მსგავსი
დღის გადაცემები