დღის სიახლეები
რიჩარდ გრენელი: "ახლა აშშ-მა წაუყენა ბრალი ოპოზიციის ლიდერს – "დემოკრატებმა" წაართვეს აშშ-ს შესაძლებლობა, დაგმოს რომელიმე ქვეყანა, როდესაც მსგავსი რამე მოხდება"
ტრამპის ადმინისტრაციაში აშშ-ის ეროვნული დაზვერვის სამსახურის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი და გერმანიაში აშშ-ის ყოფილი ელჩი რიჩარდ გრენელი აცხადებს, რომ ტრამპის წინააღმდეგ ბრალდება სუსტია, თუმცა "დემოკრატებს" სურთ ის გაანადგურონ, რათა მან ვერ იყაროს კენჭი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში.
"ხალხმა უნდა გაიგოს, რომ ეს საქმე [დონალდ ტრამპის წინააღმდეგ] დაიშლება, თუმცა "დემოკრატებს" ეს არ აინტერესებთ. მოდით, მკაფიოდ განვაცხადოთ: "დემოკრატიულმა პარტიამ" ოპოზიციის ლიდერს ბრალი წაუყენა", – აღნიშნა რიჩარდ გრენელმა.
გრენელის თქმით, როგორც ადამიანი, რომელმაც 12 წელი გაატარა სახელმწიფო დეპარტამენტში, ის დამწუხრებულია, რომ ტრამპს ბრალი წაუყენეს, როდესაც აშშ სხვა ქვეყნებს გმობდა, რომლებიც ბრალს უყენებდნენ თავიანთ პოლიტიკურ ოპონენტებს.
მსგავსი
დღის გადაცემები