დღის სიახლეები
"როიტერი" : "სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ უკრაინის ოთხი რეგიონი, სადაც ე.წ. რეფერენდუმები მიმდინარეობს, რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შემთხვევაში, მოსკოვის "სრული დაცვის" ქვეშ გადავა
საინფორმაციო სააგენტო "როიტერის" ინფორმაციით, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ უკრაინის ოთხი რეგიონი, სადაც ახლა ე.წ. რეფერენდუმები მიმდინარეობს, რუსეთის შემადგენლობაში თუ შევა, ისინი მოსკოვის "სრული დაცვის" ქვეშ გადავა.
ნიუ-ორკში, გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, "ექნება თუ არა რუსეთს საფუძველი ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად ანექსირებული რეგიონების დასაცვად".
"რეფერენდუმების შემდეგ, რუსეთი, რა თქმა უნდა, პატივს სცემს ამ ხალხის გამოხატვის თავისუფლებას, რომლებიც დიდი ხანია, ნეო ნაცისტური რეჟიმის ზეწოლის ქვეშ არიან. რუსეთის ფედერაციის ყველა კანონი, დოქტრინა, კონცეფცია და სტრატეგია ვრცელდება მის მთელ ტერიტორიაზე", – აღნიშნა სერგეი ლავროვმა.
მსგავსი
დღის გადაცემები