რომში დიდი ოციანის წევრ ქვეყანათა ჯანდაცვის მინისტრთა შეხვედრა მიმდინარეობს. პირველ სამუშაო დღეს შეხვედრის მონაწილეებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას სახელწოდებით - „რომის პაქტი“, რომლის მიზანიც მსოფლიოს ყველა ქვეყნისთვის კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებზე გადაუდებელი ხელმისაწვდომობაა. დიდი ოცეულის ჯანდაცვის მინისტრთა მოლაპარაკებები დახურულ კარს მიღმა ორი დღის განმავლობაში წარიმართება, პროგრამა კი სამი ნაწილისგან შედგება. პირველი სესია 2030 წლამდე კოვიდ-19-ის გავლენას შეეხება. მეორე სესიაზე კი ის პრინციპები განისაზღვრება, რომელთა მეშვეობით მოსალოდნელ პანდემიებთან გამკლავება უნდა მოხდეს. ეს მიზნები გარკვეული შეშფოთების საგანი უკვე გახდა, რადგან საერთაშორისო სამედიცინო საზოგადოებამ აღიარა, რომ პანდემიები შესაძლოა კვლავ დაბრუნდეს. სესიის მესამე ნაწილი იმ კონკრეტული საშუალებების განხილვას დაეთმობა, რომლებიც პანდემიასთან ეფექტური ბრძოლისთვის უნდა იქნას გამოყენებული.
დღის სიახლეები
რომში G-20-ის წევრ ქვეყანათა ჯანდაცვის მინისტრთა შეხვედრა მიმდინარეობს [ვიდეო]
მსგავსი
დღის გადაცემები