დღის სიახლეები
რუსეთი და ბელარუსი ერთობლივ საჰაერო წვრთნებს იწყებენ
ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, წვრთნები, რომელსაც მისი საჰაერო ძალები რუსეთთან ერთად დღეს იწყებს, თავდაცვითი ხასიათისაა.
"სწავლება წმინდა თავდაცვითი ხასიათისაა, ეს იქნება ღონისძიებების ერთობლიობა ჩვენი და რუსული ავიაციის მოსამზადებლად შესაბამისი საბრძოლო დავალების შესასრულებლად", - აღნიშნულია ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს "ტელეგრამზე" გამოქვეყნებულ პოსტში.
უწყების განმარტებით, წვრთნები მოიცავს მომზადებას საჰაერო დაზვერვისთვის, მნიშვნელოვანი ობიექტების საჰაერო დაცვისა და კომუნიკაციებისთვის.
რუსეთ-ბელარუსის ერთობლივი წვრთნები 1-ელ თებერვლამდე გაგრძელდება.
მსგავსი
03.03.2023 / 11:26
რუსეთში საავიაციო ტექნიკის სავარაუდო გაგზავნისთვის ამერიკის ორი მოქალაქე დააკავეს
09.12.2022 / 12:54
სტოლტენბერგი: "ვშიშობ, უკრაინის კონფლიქტი ნატო-რუსეთს შორის დიდ ომში გადაიზრდება"
28.11.2022 / 17:12
რუსეთის დუმის სპიკერი: "აშშ-მა ევროპა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ომში ჩაითრია"
დღის გადაცემები