დღის სიახლეები
რუსეთის დუმამ ოკუპირებულ აფხაზეთთან დადებული კიდევ ერთი დოკუმენტის რატიფიცირება განახორციელა
რუსეთის დუმამ რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის ეკონომიკურ საქმეებზე სასამართლო და საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღიარებისა და აღსრულების შესახებ შეთანხმების პროექტის რატიფიცირება განახორციელა.
პროექტი ითვალისწინებს რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკას შორის ეკონომიკურ საქმეებზე სასამართლო და საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღიარებისა და აღსრულების შესახებ შეთანხმების რატიფიცირებას.
შეთანხმების მიხედვით, მხარეები ორმხრივად აღიარებენ და აღასრულებენ სასამართლოების და საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟების გადაწყვეტილებებს, რომლებიც კანონიერ ძალაშია შესული სამეწარმეო და სხვა ეკონომიკური საქმიანობის დროს წარმოშობილი დავებისას.
მსგავსი
03.03.2023 / 11:26
რუსეთში საავიაციო ტექნიკის სავარაუდო გაგზავნისთვის ამერიკის ორი მოქალაქე დააკავეს
09.12.2022 / 12:54
სტოლტენბერგი: "ვშიშობ, უკრაინის კონფლიქტი ნატო-რუსეთს შორის დიდ ომში გადაიზრდება"
28.11.2022 / 17:12
რუსეთის დუმის სპიკერი: "აშშ-მა ევროპა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ომში ჩაითრია"
დღის გადაცემები