ნეიტრალურ საჰაერო სივრცეში რუსულ თვითმფრინავებზე განზრახ თავდასხმა უდიდესი ბირთვული ძალისთვის ომის ღიად გამოცხადება იქნება, - ამის შესახებ შეერთებულ შტატებში რუსეთის ელჩმა, ანატოლი ანტონოვმა განაცხადა.
"ზოგიერთი კანონმდებლის მოწოდება ბევრად სცილდება საღ აზროვნებას", - აღნიშნა ანტონოვმა ამერიკელი სენატორის ლინდსი გრეჰემის განცხადებაზე კომენტირებისას, რომლის თქმითაც აშშ-მა უნდა ჩამოაგდოს რუსული თვითმფრინავები, რომებიც საერთაშორისო საჰაერო სივრცეში აშშ-ის საფრენ აპარატს კიდევ მიუახლოვდებიან.
"რუსეთის თვითმფრინავზე განზრახ თავდასხმა ნეიტრალურ საჰაერო სივრცეში არა მხოლოდ დანაშაულია საერთაშორისო სამართლის მიხედვით, არამედ ომის ღია გამოცხადება უმსხვილესი ბირთვული ძალის წინააღმდეგ. შეიარაღებული კონფლიქტი რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის რადიკალურად განსხვავებული იქნება "პროქსი ომისგან". არის კაპიტოლიუმი მზად, დააყენოს ამერიკის მოქალაქეები და საერთაშორისო საზოგადოება სრულმასშტაბიანი ბირთვული ომის საფრთხის წინაშე? გაგვეცი პასუხი, პატივცემულო სენატორო!"- აღნიშნა ელჩმა.
მისი მტკიცებით, პენტაგონისთვის სირცხვილია ძვირადღირებული აღჭურვილობის დაკარგვა, მაგრამ, ამ შემთხვევაში, აშშ-ის სამხედროებმა არაპროფესიონალურ ქმედებებზე ბრალდებები საკუთარ თავს უნდა წაუყენონ.