24.11.2024 | 19:23
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
რუსეთის ვიცე-პრემიერი: "რუსეთი მზადაა, Yamal-Europe-ის გაზსადენით ევროპისთვის გაზის მიწოდება განაახლოს"

რუსეთი მზად არის, განაახლოს ევროპისთვის გაზის მიწოდება Yamal-Europe-ის გაზსადენით, რომელიც ადრე შეჩერებული იყო პოლიტიკური მიზეზების გამო, - ამის შესახებ რუსეთის ვიცე-პრემიერმა, ალექსანდრე ნოვაკმა რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ს განუცხადა.

"ევროპის ბაზარი აქტუალური რჩება, რადგან გაზის დეფიციტი გრძელდება და ჩვენ გვაქვს ყველა შესაძლებლობა, რომ აღვადგინოთ მიწოდება. მაგალითად, Yamal-Europe გაზსადენი, რომელიც პოლიტიკური მიზეზების გამო შეჩერდა, გამოუყენებელი რჩება", - განაცხადა ნოვაკმა.

მისი თქმით, ევროპის მხრიდან გაზზე მოთხოვნა იზრდება.

"თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენს გაზზე მოთხოვნაა. ამიტომ, ჩვენ ვაგრძელებთ ევროპის, როგორც ჩვენი პროდუქციის გაყიდვის პოტენციურ ბაზრად განხილვას. გასაგებია, რომ ჩვენს წინააღმდეგ დაიწყო ფართომასშტაბიანი კამპანია, რომელიც დასრულდა "ჩრდილოეთის ნაკადის" წინააღმდეგ დივერსიული აქტებით", - რუსეთის ვიცე პრემიერმა.

მაისში უკრაინამ საკუთარი ტერიტორიის გავლით ევროპაში გაზის ნაკადი შეამცირა. რამდენიმე საათის შემდეგ კომპანია "გაზპრომმა" პოლონეთზე გამავალი Yamal-Europe გაზსადენის გავლით გერმანიაში გაზის მიწოდება შეწყვიტა. რუსული მედიის ცნობით, "გაზპრომი" იძულებული გახდა შეეჩერებინა მიწოდება მაკონტროლებელ კომპანია EuRoPol GAZ-ის წინააღმდეგ სანქციების დაწესების გამო.

დღის გადაცემები