24.11.2024 | 21:38
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ითხოვს გარანტიებს, რომ უკრაინა მარცვლეულის ექსპორტისთვის განკუთვნილ დერეფანს "სამხედრო ოპერაციების" ჩასატარებლად არ გამოიყენებს

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სურთ უკრაინამ აიღოს ვალდებულებები, რომ შავი ზღვის მარცვლეულის დერეფანს სამხედრო მიზნებისთვის არ გამოიყენებს.

ამასთან, სერგეი შოიგუს უწყებამ საერთაშორისო ორგანიზაციის დახმარება მოითხოვა გარანტიების მიღებაში, რომ უკრაინა მარცვლეულის ექსპორტისთვის განკუთვნილ დერეფანსა და პორტებს რუსეთის წინააღმდეგ „სამხედრო ოპერაციების“ ჩასატარებლად არ გამოიყენებს.

გარდა ამისა, სამინისტრომ დასძინა, რომ ოფიციალური მოსკოვი სრულიად არ გამოსულა გაეროს შუამავლობით დადებული შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივიდან, არამედ შეაჩერა საკუთარი მონაწილეობა.

დღის გადაცემები