დღის სიახლეები
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო: "კიევის რეჟიმი მოლდოვის დნესტრისპირეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ შეიარაღებული პროვოკაციისთვის ემზადება"
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ უკრაინა მოლდოვის დნესტრისპირეთის რეგიონის წინააღმდეგ უახლოეს მომავალში შეიარაღებული პროვოკაციისთვის ემზადება.
"არსებული ინფორმაციით, კიევის რეჟიმი მოლდოვის დნესტრისპირეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ უახლოეს მომავალში შეიარაღებული პროვოკაციისთვის ემზადება, რომელსაც განახორციელებენ უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები, მათ შორის "აზოვის" ნაციონალისტური ფორმირება", - აცხადებენ რუსეთის საგარეო უწყებაში.
მათი მტკიცებით, "შეჭრის საბაბად" დაასახელებენ "რუსეთის ჯარების მიერ დნესტრისპირეთის ტერიტორიიდან თავდასხმის განხორციელებას".
"ამ მიზნით, უკრაინელი დივერსანტები, რომლებიც მონაწილეობენ ინსცენირებულ შეჭრაში, რუსეთის ფედერაციის ჯარისკაცების ფორმებში იქნებიან გადაცმული", - ნათქვამია განცხადებაში.
მსგავსი
03.03.2023 / 11:26
რუსეთში საავიაციო ტექნიკის სავარაუდო გაგზავნისთვის ამერიკის ორი მოქალაქე დააკავეს
09.12.2022 / 12:54
სტოლტენბერგი: "ვშიშობ, უკრაინის კონფლიქტი ნატო-რუსეთს შორის დიდ ომში გადაიზრდება"
28.11.2022 / 17:12
რუსეთის დუმის სპიკერი: "აშშ-მა ევროპა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ომში ჩაითრია"
დღის გადაცემები