დღის სიახლეები
რუსეთის თავდაცვის უწყება: "სამინისტრო არ გეგმავს მიმართოს ყაზახეთის, საქართველოს და სხვა ქვეყნების სახელმწიფო ორგანოებს, იქ მყოფი რუსეთის მოქალაქეების იძულებით დაბრუნებაზე"
რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს არ მიუმართავს და არც გეგმავს მიმართოს ყაზახეთის, საქართველოსა და სხვა ქვეყნების სახელმწიფო ორგანოებს, რუსების იძულებით დაბრუნებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება.
"რუსეთის თავდაცვის სამინისტროს, ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში, არ გაუგზავნია, არ შეუმუშავებია და არ გეგმავს მიმართვას ყაზახეთის რესპუბლიკის, საქართველოს, სხვა ქვეყნების სახელმწიფო ორგანოებისადმი იქ მყოფი რუსეთის მოქალაქეების იძულებით რუსეთში დაბრუნების შესახებ", - ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
ცნობისთვის, ყაზახეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა მარატ ახმეჟანოვმა სამშაბათს განაცხადა, რომ მობილიზაციისთვის ძებნილი მოქალაქეები რუსეთში ექსტრადირებული იქნებიან, თუ ისინი ძებნილთა სიაში მოხვდებიან.
მსგავსი
03.03.2023 / 11:26
რუსეთში საავიაციო ტექნიკის სავარაუდო გაგზავნისთვის ამერიკის ორი მოქალაქე დააკავეს
09.12.2022 / 12:54
სტოლტენბერგი: "ვშიშობ, უკრაინის კონფლიქტი ნატო-რუსეთს შორის დიდ ომში გადაიზრდება"
28.11.2022 / 17:12
რუსეთის დუმის სპიკერი: "აშშ-მა ევროპა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ომში ჩაითრია"
დღის გადაცემები