27.11.2024 | 16:49
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების რისკი შემცირდა - ოლაფ შოლცი

გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის განცხადებით, რისკი რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს უკრაინის წინააღმდეგ ომში, საერთაშორისო ზეწოლის შედეგად შემცირდა. 

"ომი გრძელდება უცვლელი სისასტიკით, თუმცა ამ მომენტში რაღაც შეიცვალა. რუსეთმა შეწყვიტა ბირთვული იარაღის გამოყენების მუქარა. ეს არის რეაქცია იმაზე რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ წითელი ხაზი აჩვენა", - აცხადებს შოლცი. 

შოლცის თქმით, მიუხედავად არსებული სიტუაციისა, მნიშვნელოვანია რომ კრემლთან დიალოგი გაგრძელდეს. 

"ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ რუსეთსა და ნატოს შორის პირდაპირი ომი არ მოხდეს. ასეთ კონფლიქტში მხოლოდ დამარცხებულები იქნებიან", - აცხადებს შოლცი. 

დღის გადაცემები