რუსეთის პრემიერ-მინისტრმა მიხეილ მიშუსტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას რუსეთსა და აშშ-ს შორის "ღია ხმელეთის" ურთიერთგაგების მემორანდუმის შეწყვეტის შესახებ, რომელიც რუს და ამერიკელ დიპლომატებს ერთმანეთის ქვეყნების სხვადასხვა რეგიონში ნებართვის გარეშე მხოლოდ შეტყობინების გაგზავნის საფუძველზე გადაადგილების საშუალებას აძლევდა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გადაწყვეტილების შესახებ ამერიკულ მხარეს ინფორმაციას მიაწვდის. მიმდინარე წლის 16 აპრილს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა აშშ-ის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების საკითხზე კომენტირებისას განაცხადა, რომ მოსკოვი, სანქციების საპასუხოდ, აშშ-სთან გაფორმებულ "ღია ხმელეთის" ურთიერთგაგების მემორანდუმს გააუქმებდა. ცნობისათვის, რუსეთსა და აშშ-ს შორის "ღია ხმელეთის" ურთიერთგაგების მემორანდუმი ვაშინგტონში 1992 წლის ივნისში გაფორმდა.
დღის სიახლეები
რუსეთის პრემიერმა აშშ-სთან გაფორმებული "ღია ხმელეთის" მემორანდუმის შეწყვეტასთან დაკავშირებით განკარგულებას ხელი მოაწერა [ვიდეო]
მსგავსი
დღის გადაცემები