დღის სიახლეები
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე: "უკრაინის საკითხზე აშშ-სთან განსახილველი არაფერი გვაქვს"
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, სერგეი რიაბკოვი აცხადებს, რომ რუსეთს შეერთებულ შტატებთან უკრაინის შესახებ სასაუბრო არაფერი აქვს.
"რაც შეეხება უკრაინის საკითხს, ჩვენ მათთან [ამერიკელებთან] განსახილველი არაფერი გვაქვს", - განაცხადა რიაბკოვმა.
მისი თქმით, ამის მიზეზი ის არის, რომ უკრაინის საკითხზე აშშ-სა და რუსეთის შეხედულებები სრულიად საპირისპიროა.
"როდესაც ჩვენ ვეხებით უკრაინის თემას, ეს ყველაფერი ორმხრივი სიგნალების გაგზავნით მთავრდება, მაგრამ არ შეიძლება იყოს დიალოგი ან მითუმეტეს, მოლაპარაკებები, რადგან ჩვენი შეხედულებები პოლარულად საპირისპიროა", - აღნიშნა სერგეი რიაბკოვმა.
მსგავსი
03.03.2023 / 11:26
რუსეთში საავიაციო ტექნიკის სავარაუდო გაგზავნისთვის ამერიკის ორი მოქალაქე დააკავეს
09.12.2022 / 12:54
სტოლტენბერგი: "ვშიშობ, უკრაინის კონფლიქტი ნატო-რუსეთს შორის დიდ ომში გადაიზრდება"
28.11.2022 / 17:12
რუსეთის დუმის სპიკერი: "აშშ-მა ევროპა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ომში ჩაითრია"
22.11.2022 / 14:15
თუ ირანი რუსეთს ბალისტიკურ რაკეტებს მიაწვდის, ისრაელი უკრაინას იარაღით დაეხმარება
17.11.2022 / 14:25
იენს სტოლტენბერგი: "უკრაინაში ომი სავარაუდოდ მოლაპარაკების მაგიდასთან დასრულდება"
დღის გადაცემები