24.11.2024 | 19:25
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი შეიარაღების გადაცემა მოსკოვისთვის წითელ ხაზს წარმოადგენს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი შეიარაღების გადაცემა მოსკოვისთვის წითელ ხაზს წარმოადგენს. ამის შესახებ განცხადება, რუსეთის სახელმწიფო სააგენტოსთან ინტერვიუში რუსეთის საგარეო უწყების დსთ-ს დეპარტამენტის მეორე მოადგილემ, ალექსეი პოლიშუკმა გააკეთა.

მისი თქმით, მოსკოვში აანალიზებენ აშშ-ის და მისი მოკავშირეების ქმედებებს და შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე ადგენენ საპასუხო ნაბიჯებს. პოლიშუკის თქმით, მოსკოვს საკმარისად აქვს ინსტრუმენტები მათი რეალიზაციისთვის.

ამავე ინტერვიუში, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ აშშ კიევს ეხმარება უცხოელი მებრძოლების დაქირავება-გადაბირებაში და აძლევს მათ საბრძოლო მოქმედებების წარმოების ორიენტირებს, რაც ვაშინგტონს კონფლიქტის მხარედ აქცევს.

მოსკოვში ასევე აცხადებენ, რომ არ ამბობენ უარს კიევთან მოლაპარაკებებში შუამავლობაზე. რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენლის თქმით, შუამავლობის სურვილი ბევრ ქვეყანას აქვს, თუმცა მოლაპარაკებების დაწყებამდე, მათ უნდა აიძულონ კიევს, შეწყვიტოს საბრძოლო მოქმედებები. მისივე თქმით, რუსეთის მიერ მიერთებული ახალი ტერიტორიების საკითხი განხილვის საგანს არ წარმოადგენს.

დღის გადაცემები