26.11.2024 | 03:53
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
რუსეთის საგარეო უწყება - ვიტოვებთ უფლებას, მივიღოთ ზომები, თუ ლიეტუვა კალინინგრადის ოლქისკენ ტვირთების ტრანზიტს სრულად არ განაახლებს

რუსეთი იტოვებს უფლებას, მიიღოს ზომები ეროვნული ინტერესების დასაცავად, თუ ლიეტუვა, უახლოეს მომავალში, სრულად არ განაახლებს ტვირთების ტრანზიტს კალინინგრადის ოლქისკენ, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული.

"ლიეტუვის პროვოკაციულ ზომებს, რომელიც არღვევს ლიეტუვის საერთაშორისო სამართლებრივ ვალდებულებებს, პირველ რიგში, რუსეთის ფედერაციისა და ევროკავშირის ერთობლივ განცხადებას კალინინგრადის რეგიონსა და რუსეთის ფედერაციის დანარჩენ ტერიტორიას შორის ტრანზიტის შესახებ, ღიად მტრულად განწყობილად მივიჩნევთ", - ნათქვამია განცხადებაში.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ლიეტუვის საქმეთა დროებითი რწმუნებული ვირჯინია უმბრასენი, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.

ლიეტუვის რკინიგზამ 18 ივნისს საკუთარ ტერიტორიაზე კალინინგრადისკენ რუსეთის იმ ტვირთების გატარება შეწყვიტა, რომლებზეც ევროკავშირის სანქციები ვრცელდება.

დღის გადაცემები