24.11.2024 | 19:51
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელი - უკრაინასთან მოლაპარაკებები პირდაპირ, მედიატორების გარეშე უნდა გაიმართოს

რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები, განახლების შემთხვევაში, დიდი ალბათობით პირდაპირი იქნება, მედიატორების გარეშე, რაც საუკეთესო ვარიანტია, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ს მეორე დეპარტამენტის დირექტორმა ალექსეი პოლონჩუკმა TASS-თან ინტერვიუში განაცხადა.

"თუ და როდესაც ეს კონტაქტები განახლდება, ისინი, დიდი ალბათობით, პირდაპირიც იქნება და ეს იქნება საუკეთესო ვარიანტი, რადგან გამოცდილებამ აჩვენა, რომ დასავლელი შუამავლები ხშირად ახორციელებენ საკუთარ მიზნებს და ცდილობენ მოლაპარაკებებზე გავლენა მოახდინონ და მოქმედებენ არა კონფლიქტის მოგვარებისთვის, არამედ საკუთარი პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე", - განაცხადა მან, რითაც უპასუხა შეკითხვას, არის თუ არა რუსული მხარე მზად მომავალი მოლაპარაკებებისთვის უშუალოდ კიევის დღევანდელ ხელისუფლებასთან.

ალექსეი პოლონჩუკის განცხადებით, უკრაინულ მხარესთან შარშანდელი მოლაპარაკებები პირდაპირი იყო.

"აქამდე ჩვენ მხოლოდ უშუალოდ ვურთიერთობდით უკრაინელებთან, იმ პლატფორმების გამოყენებით, რომელსაც გვთავაზობდნენ, რასაც ჩვენ ნამდვილად ვაფასებთ. რუსეთ-უკრაინული დიალოგის სამი რაუნდი ბელორუსში, ერთი კი თურქეთში გასული წლის თებერვალ-აპრილში გაიმართა. მოგვიანებით თითქმის ყოველდღიური კონტაქტები იმართებოდა ვიდეო კავშირის საშუალებით, ეს იყო პირდაპირი მოლაპარაკებები უკრაინელებთან", - აღნიშნა მან.

დღის გადაცემები