რუსეთის ფედერაციის საბჭომ უკრაინის ტერიტორიების ანექსიის ხელშეკრულებების რატიფიცირება განახორციელა და შესაბამისი საკონსტიტუციო კანონები დაამტკიცა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების რუსეთის შემადგენლობაში მიღების შესახებ ხელშეკრულებები გუშინ სახელმწიფო დუმამ დაამტკიცა.
შეგახსენებთ, 30 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და "ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის" "ხელმძღვანელებმა", დენის პუშილინმა და ლეონიდ პასეჩნიკმა, ასევე ზაპოროჟიეს ოლქისა და ხერსონის ოლქის მოსკოვის მიერ დანიშნულმა "ხელმძღვანელებმა", ევგენი ბალიცკიმ და ვლადიმირ სალდომ, ხელი მოაწერეს ხელშეკრულებებს დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ.