რუსეთ-სომხეთის ურთიერთობებში არამეგობრული ქვეყნების მხრიდან უთანხმოების შექმნის ნებისმიერი მცდელობა უშედეგო იქნება. ამის შესახებ რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ვლადიმერ კოლოკოლცევმა განაცხადა. ინფორმაციას რუსეთის შსს-ის პრესცენტრი ავრცელებს.
მათივე ცნობით, დღეს, მოსკოვში სომხეთისა და რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა.
"ვლადიმერ კოლოკოლცევმა რწმენა გამოთქვა, რომ რუსეთ-სომხეთის ურთიერთობებში არამეგობრული ქვეყნების მხრიდან უთანხმოების შექმნის ნებისმიერი მცდელობა უშედეგო იქნება და ორივე ქვეყნის ხალხის საკეთილდღეოდ, რუსეთისა და სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის თანამშრომლობა სისტემატურად განვითარდება", - ნათქვამია რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის განცხადებაში.
კოლოკოლცევის თქმითვე, რუსეთის წინააღმდეგ "კოლექტიური დასავლეთის" ჰიბრიდული კონფრონტაციის ერთ-ერთი ინსტრუმენტი პოსტსაბჭოთა ქვეყნებში რუსოფობიური განწყობების გაღვივებაა.