დღის სიახლეები
რუსეთმა ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ თაღლითობის ბრალდებით საქმე აღძრა [ვიდეო]
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ოპოზიციის ლიდერის, ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ თაღლითობის ბრალდებით საქმე აღძრა. გამოძიება ნავალნის თავისი ორგანიზაციებისთვის მოქალაქეებისგან შეგროვებული შემოწირულობების დახარჯვას ედავება. საუბარია 356 მილიონ რუბლზე. საგამოძიებო კომიტეტის მტკიცებით, ალექსეი ნავალნიმ თანხის ნაწილი პირადი ქონებისა და საზღვარგარეთ დასვენებისთვის დახარჯა. რუსი ოპოზიციონერი ლიდერის, ალექსეი ნავალნის მოწამვლისთვის ევროკავშირმა რუსეთს ოქტომბერში სანქციები დაუწესა.
მსგავსი
დღის გადაცემები