რუსეთმა შეერთებულ შტატებს შეატყობინა, რომ მისი ბირთვული ძალები ყოველწლიური წვრთნების, "გრომის" ჩატარებას გეგმავენ.
"აშშ-ს ეცნობა და, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს რუსეთის რუტინული წვრთნებია“, - განაცხადა აშშ-ის საჰაერო ძალების პრესსპიკერმა, ბრიგადის გენერალმა პატრიკ რაიდერმა.
შეერთებული შტატები მოელის, რომ სტრატეგიული ბირთვული ძალების ყოველწლიური წვრთნების დროს რუსეთი რაკეტების სატესტო გაშვებას განახორციელებს.
ამერიკელი ოფიციალური პირები განმარტავენ, რომ New START-ის ხელშეკრულების თანახმად, რუსეთი ვალდებულია წინასწარ მიაწოდოს ინფორმაცია ასეთი რაკეტების გაშვების შესახებ.
Reuters-ი წერს, რომ წვრთნები პოტენციურ გამოწვევას წარმოადგენს შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეებისთვის, რადგან რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ღიად დაიმუქრა, რომ რუსეთის დასაცავად, საჭიროების შემთხვევაში, ბირთვულ იარაღს გამოიყენებენ.