დღის სიახლეები
"რუსთავი 2"-ის საქმეზე დვალი და აქიმიძე სასამართლოში საჩივარს შეიტანენ [ვიდეო]
"რუსთავი 2"-ის საქმესთან დაკავშირებით სამაუწყებლო კომპანიის დამფუძნებლები დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე ადვოკატ კახა კოჟორიძესთან ერთად სასამართლოში დამატებით საჩივარს შეიტანენ. სასამართლომ ჯერ კიდევ 2019 წლის ოქტომბერში დვალისა და აქიმიძის მიმართვის საფუძველზე "რუსთავი 2"-ის 60%-იანი წილი დააყადაღა, თუმცა მას შემდეგ დღემდე "რუსთავი 2"-ის საქმეზე სასამართლოს არც ერთი სხდომა არ გამართულა. 17 მარტს ცნობილი გახდა, რომ "რუსთავი 2" და "პრაიმტაიმი" ერთიანდებიან. ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით ტელეკომპანია "რუსთავი- 2“ 2019 წლის ზაფხულში კვლავ დაირეგისტრირა.
მსგავსი
დღის გადაცემები