დღის სიახლეები
"რუსთავის აზოტის" ტერიტორიაზე ხარაჩო ჩამოინგრა, რის შედეგად ერთი მამაკაცი გარდაიცვალა და 2 კი დაშავდა
"რუსთავის აზოტში", ხარაჩო ჩამოინგრა, შედეგად 60 წელს გადაცილებული მამაკაცი გარდაიცვალა, ორი კი დაშავდა.
დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
მსგავსი
დღის გადაცემები