25.11.2024 | 00:05
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
სააკაშვილის ყოველი ახალი ახირება, მმართველი პარტიის მორიგი უკან დახევაა [ვიდეო]

მიხეილ სააკაშვილმა შესაძლოა, ჩადენილი დანაშაულის გამო დაკისრებული სასჯელი, ბოლომდე არ მოიხადოს. ფაქტია, რომ საკანში ჯდომა მისთვის არაკომფორტული აღმოჩნდა, ამიტომ "ნაციონალური მოძრაობა" ცდილობს ახალი გზა გამონახოს და ყოფილი პრეზიდენტი საპატიმროდან დაიხსნას. სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის შუსაბამოდ არა გლდანის სამკურნალო დაწესებულება ან გორის ჰოსპიტალი, მთელი ჯანდაცვის სისტემა მიიჩნიეს და მოითხოვენ მათმა მეთაურმა ქვეყნის ფარგლებს გარეთ იმკურნალოს. ისე, რომ ჯერ სამედიცინო დასკვნები არ არსებობს, მკურნალობის ვადად 6 თვე განსაზღვრეს. შემდეგი მოთხოვნა შესაძლოა არაერთ დანაშაულში ბრალდებული და მსჯავრდებული სააკაშვილისთვის რომელიმე ძირადღირებულ კურორტზე დასვენებაც იყოს.

"ნაციონალური მოძრაობის" რიტორიკას სასწრაფოდ აჰყვა სახალხო დამცველი. ნინო ლომჯარია, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" ღია მხარდამჭერი და ინტერესების გამტარებელია,  ამბობს, რომ მისი უშუალო ჩართულობით, ექსპერტთა ჯგუფი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასკვნას ხვალ გამოაქვეყნებს.

სააკაშვილის თავგასულობაზე ერთადერთი პასუხისმგებელი, რომ ხელისუფლებაა და ნაც მოძრაობის მორიგი სიმულაციაც "ქართული ოცნებისგანაა" წახალისებული, ეჭვი არ ეპარებათ "პატრიოტთა ალიანსში". თუკი ოპიზიციის ერთი ნაწილისთვის ყოფილი და მოქმედი ხელისუფლების ორმაგი სახე მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი, ჯერ კიდევ სცენარის ამგვარ განვითარებას, დამნაშავე ექს პრეზიდენტის დაკავების დღიდან აანონსებენ, პატრიოტთა ალიანსში, სადაც დარწმუნებულნი არიან, რომ მმართველი პარტია უახლოეს მომავალში სააკაშვილის უცხოეთში გადაყვანას დაუშვებს.

სააკაშვილის ყოველი ახალი ახირება, მმართველი პარტიის მორიგი უკან დახევაა.  დამნაშავე რეჟიმის ლიდერის დაკავებიდან დღემდე, ირაკლი კობახიძის გუნდში ნაც მოძრაობის ყველა ულტიმატუმი დააკმაყოფილეს.

ნაციონალური მოძრაობაში დარმუნებულნი არიან რომ, ექიმთა კონსილიუმის დასკვნის შემდეგ სააკაშვილი მკურნალობას საზღვარგარეთ გააგრძელებს,  პოლიტიკური ექსპერტები კი ფიქრობენრომ ნაც მოძრაობის ჟრიამული უსაფუძვლო არ არის და ყველაფერი კარგად გააზრებული პოლიტიკური თამაშის შესაბამისად მიმდინარეობს, სადაც დამნაშავე რეჟიმთან გარიგებული ხელისუფლება,  ყველა ბერკეტს გამოიყენებს,  იმისთვის, რომ ბრალდებულმა პრეზიდენტმა გისოსებს თავი დააღწიოს.

დღის გადაცემები