დღის სიახლეები
საარჩევნო ოლქში ხმების ხელახალ დათვლას ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა
ქვეყნის მასშტაბით გუშინ გვიან ღამით რამდენიმე საარჩევნო ოლქში ხმების ხელახალი დათვლა მიმდინარეობდა, რასაც ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსის, გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, საბურთალოს, ბოლნისის, ხაშურის, ხულოს, ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ უბნების გადათვლის მიუხედავად, შედეგები უცვლელი დარჩა. რაც შეეხება ვაკის, მთაწმინდის, ისნის, სამგორის, ნაძალადევის, გორისა და გლდანის საოლქო საარჩევნო კომისიებს, როგორც კალანდარიშვილმა აღნიშნა, აქაც დასრულდა საჩივრების განხილვის პროცესი, თუმცა გადაწყვეტილებების შესახებ საზოგადოებისთვის დღის განმავლობაში გახდება ცნობილი.
მსგავსი
დღის გადაცემები