საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა ტყის ხანძრებთან ბრძოლაში განცდილი მარცხის გამო საზოგადოების წინაშე ბოდიში მოიხადა. მისი თქმით, ქვეყანამ გააკეთა ყველაფერი, რაც ადამიანისთვის იყო შესაძლებელი, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ეს არ იყო საკმარისი. მან ასევე აღნიშნა, რომ კარგად ესმის თანამოქალაქეების ტკივილი, რომლებმაც ნახეს, როგორ დაიწვა მათი სახლები და ქონება. საზოგადოების ნაწილი მთავრობას დაგვიანებული რეაგირებისა და სხვადასხვა დარღვევის, მათ შორის სახანძრო თვითმფრინავების არასაკმარისი რაოდენობის გამო აკრიტიკებს. საბერძნეთში ივლისის ბოლოდან 580 -ზე მეტი ხანძარი გაჩნდა, რასაც ძლიერმა სიცხემ და ქარმა შეუწყო ხელი. ყველაზე დიდი ხანძარი კუნძულ ევიაზე მძვინვარებს, სადაც მდგომარეობა კვლავ საგანგაშოა, დამწვარია ათობით სახლი და ტყე. კუნძულზე ხანძარს 650-ამდე მეხანძრე ებრძვის. საბერძნეთში, ხანძრების შედეგად, სამი ადამიანი, მათ შორის მოხალისე მეხანძრე დაიღუპა. რამდენიმე დაშავებული კი საავადმყოფოებშია გადაყვანილი.
დღის სიახლეები
საბერძნეთის პრემიერმა ხანძრებთან ბრძოლაში განცდილი მარცხის გამო ბოდიში მოიხადა [ვიდეო]
მსგავსი
დღის გადაცემები