პასუხი და რეალური განწყობა მიხეილ სააკაშვილს საბერძნეთში მყოფი ქართველი ემიგრანტებისგან. ქალაქის ცენტრალურ უბანში, იქ სადაც ქართველები იკრიბებიან, ექს-პრეზიდენტის გამოჩენას ხელჩართული ჩხუბი მოჰყვა. ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ ადგილზე სამართალდამცველების მობილიზება გახდა საჭირო.
ვიდრე მიხეილ სააკაშვილი ათენში ჩავიდოდა, განაცხადა, რომ დახვდებოდნენ ქურდული სამყაროს წარმომადგენლები და აპირებდნენ ყოფილი პრეზიდენტისთვის პროვოკაციის მოწყობას.
ქვეყნიდან გაქცეულ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერთან ის ადამიანები მივიდნენ, რომლებმაც სააკაშვილს გაახსენეს ქვეყნის წინაშე ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები. სოციალურ ქსელში ვიდეომასალას ავრცელებდნენ და აცხადებდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილმა მათ კრიმინალები უწოდა და მას არაქვს უფლება საქართველოს მოქალაქეებს შეხვდეს. შეკრებაზე დაშავდნენ ემიგრანტები, რომლებმაც გაქცეულ პრეზიდენტს არ მისცეს საშუალება პოპულისტური განცხადებები გაეკეთებინა.