საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, თბილისის მიმდებარედ, ტყის მასივებში გავრცელებული ხანძრები ლიკვიდირებულია.
ნაფეტვრების დასახლებასთან, წავკისის მიმდებარედ და თბილისი-წყნეთის დამაკავშირებელ გზასთან ხანძრები გუშინ გაჩნდა.
"სამივე ლოკაციაზე ცეცხლის გავრცელებას ხელს ძლიერი ქარი უწყობდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ხანძარზე მორეაგირე ძალების მობილიზება უმოკლეს დროში მოახდინა. თავდაპირველად, საფრთხის მაღალი ხარისხის გამო, ნაფეტვრების დასახლების მიმდებარედ არსებული ცეცხლის კერის ლოკალიზება მოხდა. პარალელურად მიმდინარეობდა ხანძრის ქრობის ღონისძიებები წყნეთსა და წავკისთან.
მეხანძრე-მაშველთა სწრაფი და ეფექტიანი მოქმედების შედეგად, ხანძრების ლოკალიზება და შემდეგ - ლიკვიდაცია დროულად მოხდა," - ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.