დღის სიახლეები
საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკის მიუხედავად მმართველი გუნდი მართლმსაჯულების რეფორმირებას არ გეგმავს [ვიდეო]
საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან არაერთი კრიტიკის მიუხედავად, როგორც ჩანს მმართველი გუნდი მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირებას არ გეგმავს. მოსამართლეთა შერჩევის პროცესი, ყოველგვარი სისტემური ცვლილების გარეშე გრძელდება. უზენაეს სასამართლოში გასამწესებლად 4 მოსამართლეა წარდგენილი. საკანონმდებლო ორგანოში კანდიდატთა მოსმენა, 25 დეკემბრიდან დაიწყება. დღეს ფორმალურ საკითხებზე იმსჯელეს. ოპოზიცია მიმდინარე პროცესს აკრიტიკებს და შერჩევის საკითხს,კლანის გაძლიერებად მიიჩნევს.
მსგავსი
დღის გადაცემები