პარლამენტში თავდაცვის კოდექსის განხილვა გრძელდება. მთავრობის ინიციატივაზე დეპუტატები დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე იმსჯელებენ.
საკანონმდებლო პაკეტს სამხედრო მოსამსახურეებისთვის მნიშვნელოვანი სოციალური გარანტიები შემოაქვს, კერძოდ ცვლილება სამხედროებისათვის რიგ შემთხვევებში კომპენსაციების ზრდას ითვალისწინებს.
კანონპროექტით ახლებურად რეგულირდება ჯარში გაწვევის პროცედურებიც. კერძოდ, სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების უფლებით სასულიერო პირი ვეღარ ისარგებლებს, ის არასამხედრო ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევას დაექვემდებარება.
როგორც საპარლამენტო უმრავლესობაში განმარტავენ, მთავრობის ინიციატივა სახელწმიფო თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ისახავს მიზნად. გარდა ამისა, 2024 წლიდან თავდაცვის სამინისტრო ვალდებული იქნება, ყოველ სამ წელიწადში ერთხელ, სამხედრო მოსამსახურეებს აუშენოს და კონკრეტული კრიტერიუმების საფუძველზე საკუთრებაში გადასცეს საცხოვრებელი ფართები.