დღის სიახლეები
საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე მიხეილ სააკაშვილის საქმის პროცესი მიმდინარეობს [ვიდეო]
სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე თბილისის საქალაქო სასამართლოში, მიხეილ სააკაშვილის სისხლის სამართლის საქმეზე პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს. სხდომას არ ესწრება ბრალდებული ყოფილი პრეზიდენტი. მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა სახელდება. დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარე შუამდგომლობის დაყენებას აპირებს. შეგახსენებთ საზღვრის უკანონო კვეთასთან დაკავშირებით ბრალდება კიდევ 4 პირს აქვს წარდგენილი, რომელიც ცალკე წარმოებად მიმდინარეობს.
მსგავსი
დღის გადაცემები