მესამე სექტორის წარმომადგენლების განმარტებით ყველა საარჩევნო უბანზე შესვლისა და შეუზღუდავად დაკვირვების საშუალება მიეცათ, თუმცა, ოთხ საარჩევნო უბანზე შესვლა შეეზღუდათ, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიან არჩევნებში“ განაცხადეს. მათივე ცნობით, ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემად გამოიკვეთა ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა. ამ დროისთვის „სამართლიანი არჩევნების“ და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ დამკვირვებლების მიერ დაფიქსირდა არაერთი სახის დარღვევა. ასევე გამოიკვეთა ნეგატიური ტენდენცია, რომელიც პროცედურულ დარღვევებს უკავშირდება. სულხან სალაძის განმარტებით, ძირითადად დარღვევები უკავშირდება უბანზე დამკვირვებლის არდაშვებას და წილისყრის პროცედურების არასათანადოდ ჩატარებას. საია-ს დამკვირვებლებმა ამ დროისათვის 10-ზე მეტი საჩივარი და შენიშვნა დაწერეს.
დღის სიახლეები
საია-ს დამკვირვებლებმა ამ დროისათვის 10-ზე მეტი საჩივარი და შენიშვნა დაწერეს
მსგავსი
დღის გადაცემები