28.11.2024 | 12:52
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
საირმის ქუჩაზე გადაადგილება დროებით შეიზღუდება

წყლისა და წყალარინების ქსელებზე დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, საირმის ქუჩაზე, გამრეკელის ქუჩიდან საირმის ქუჩის N11-მდე არსებულ საგზაო მონაკვეთში საავტომობილო გადაადგილება დროებით შეიზღუდება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, შეზღუდვა პირველი თებერვლის 00:00 საათიდან 7 თებერვლის ჩათვლით იმოქმედებს.

"ავტომობილების გადაადგილება შესაძლებელი იქნება საირმის, ტანძიის, ბურძგლას, სხირტლაძის, მიცკევიჩისა და გამრეკელის ქუჩების გამოყენებით. ქვეითთა და საავტომობილო (გადაუდებელი დახმარების, სპეცავტომობილებისა და სხვა) გადაადგილების უზრუნველყოფის მიზნით, სარეაბილიტაციო მონაკვეთზე მოძრაობას შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები დაარეგულირებენ", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღის გადაცემები