დღის სიახლეები
საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება [ვიდეო]
საარჩევნო ბარიერის დაწევის მიზნით საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება. პროექტის მიხედვით, საარჩევნო ბარიერი ხუთი პროცენტიდან სამ პროცენტამდე მცირდება. ცვლილებები, საპარლამენტო ფრაქციის ფორმირების წესსაც შეეხება. ფრაქციის შესაქმნელად, შვიდი დეპუტატის ნაცვლად, ოთხი დეპუტატის გაერთიანებაც საკმარისი იქნება. ცვლილებების დამტკიცებას 113 დეპუტატის ხმა სჭირდება. პროექტის ინიციატორები "ქართული ოცნება" და პარტია "მოქალაქეები" არიან.
მსგავსი
დღის გადაცემები