დღის სიახლეები
საკოორდინაციო საბჭომ ე.წ მწვანე პასპორტების წარდგენის ვალდებულება გააუქმა [ვიდეო]
საკოორდინაციო საბჭომ ე.წ მწვანე პასპორტების წარდგენის ვალდებულება გააუქმა. გადაწყვეტილებას საბჭო მსოფლიოში არსებული პრაქტიკითა და კორონავირუსის გავრცელების მასშტაბებით ხსნის. გიორგი ღიბრაძის განმარტებით, აღრიცხვიანობის არსებული სისტემები ძალაში რჩება და ის პირები, რომლებსაც ,,მწვანე პასპორტი’’ საზღვარგარეთ გასამგზავრებლად ესაჭიროებათ, ძველებურად შეძლებენ ამ მექანზმით სარგებლობას. დღესვე განმარტრეს, რომ გაუქმების ერთ-ერთი მიზეზი მომატებული შემთხვევების რაოდენობაა, რასთან მიმართებაშიც მწვანე პასპორტების სისტემა ქმედითი ნაკლებად იყო. საკოორდინაციო საბჭოს სხდომას დღეს დისტანციურად ესწრებოდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი.
მსგავსი
დღის გადაცემები