24.11.2024 | 21:37
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში წლიური ანგარიშით წარდგა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში წლიური ანგარიშით წარდგა. მან "ქართულ ოცნებას" ბოლო წლების პოლიტიკა დაუწუნა და საპარლამენტო ტრიბუნიდან განაცხადა, რომ გუნდმა საქმიანობა შეცვლილი კურსით მას შემდეგ განაგრძო, რაც 2021 წელს ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა.

პრეზიდენტს აქვს განცდა, რომ ქვეყანაში ერთპარტიული მმართველობა ძლიერდება. წლიურ მოხსენებაში ზურაბიშვილმა განსაკუთრებული ყურადღება ხელისუფლების პასუხისმგებლობას დაუთმო, მათ შორის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. დაიწუნა უკრაინისადმი დამოკიდებულებაც და ახსენა მეორე ფრონტის თემა, რასაც დარბაზიდან რეპლიკა მოჰყვა.

კრიტიკამდე კი პრეზიდენტმა "ქართული ოცნების" საქმიანობა შეაჯამა და წლების განმავლობაში ხელისუფლების მიერ მიღწეულ პროგრესზეც ისაუბრა.

რიგგარეშე სესია წუთიერი დუმილით გაიხსნა. "სანამ მიმართვას დავიწყებდე, მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო ჩვენს მეგობარ უკრაინას, დღეს არის ბუჩას ტრაგედიიდან ერთი წლისთავი და გთხოვთ, წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ დაღუპულთა ხსოვნას", - განაცხადა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტის მოსასმენად პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე იმყოფებოდნენ პრემიერი და მთავრობის წევრები, უცხოელი დიპლომატები, ავტონომიური რესპუბლიკების ხელმძღვანელები, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და სასულიერო პირები.

პრეზიდენტის მოხსენების შემდეგ გათვალისწინებულია საპარლამენტო ფრაქციებისა და პოლიტიკური ჯგუფების გამოსვლები, რის შემდეგაც, ტრიბუნას შემაჯამებელი სიტყვისთვის, კვლავ სალომე ზურაბიშვილი დაიკავებს.

დღის გადაცემები