27.11.2024 | 09:29
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
სამტრედია-გრიგოლეთის გზის IV ლოტის მშენებლობა წლის ბოლოს დასრულდება

სამტრედია-გრიგოლეთის გზის IV ლოტის მშენებლობა წლის ბოლოს დასრულდება. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მე-4 მონაკვეთის მშენებლობას აქტიურად აგრძელებს. მშენებლობის ფარგლებში, გათვალისწინებულია 9 კილომეტრიან მონაკვეთზე ახალი მიმართულების 4 ზოლიანი ასფალტ–ბეტონის გზის, 2 პარალელური გზაგამტარის, 1 სატრანსპორტო კვანძის, ასევე, რკინაბეტონის მიწისქვეშა გასასვლელისა და წყალგამტარი მილის მშენებლობა.

"გზის მონაკვეთი გადის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სოფლების ხაჟალიას და ახალსოფლის ჩრდილოეთით, კვეთს სოფელ სუფსის გარკვეულ ნაწილს და უერთდება სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის არსებულ გზას.

პროექტის ღირებულება 113 მილიონ ლარს შეადგენს და ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის დასრულება მიმდინარე წელს იგეგმება.

პარალელურ რეჟიმში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზიანში არსებული ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო და ჩქაროსნულ ავტომაგისტრალთან მიერთების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ახალი გზა, სამტრედია-გრიგოლეთის მე-4 ლოტს დაუერთდება და პროექტის დასრულების შემდეგ, შესაძლებელი გახდება ექსპლუატაციაში შევიდეს სამტრედია-გრიგოლეთის 9.5 კმ-იანი მონაკვეთი",- აღნიშნულია ინფორმაციაში.

დღის გადაცემები