ნატოს გენერალური მდივანი ეწვია პოლონეთს, რათა მოუწოდოს მას, არ ჩაერიოს უკრაინასა და რუსეთს შორის კონფლიქტში, რადგან ნატო არ არის იმ მდგომარეობაში, რომ უკრაინის კონფლიქტში ჩაერთოს- ეს განცხადება სამხედრო ანალიტიკოსმა დუგლას მაკგრეგორმა გააკეთა.
”ბაიდენი ბოლოს ჩეკებს გამოწერს, რომლების განაღდებაც მას არ შეუძლია, რადგან ჩვენს ძალებს აღემატება მასიური სამხედრო შეიარაღება. ჩვენ არ შეგვიძლია მეტი ძალების მობილიზება და თუ ჩვენ ამის გაკეთებას შევეცდებით, ყველაფერი თავისით დაგვენგრევა. ვფიქრობ, რომ ჩვენ ახლა ვიმყოფებით კრიზისში, რომელიც რეალურად ჯერ არავის გაუცნობიერებია და ეს არის თავად ნატო და ჩვენი პოზიციები ევროპის კონტინენტზე. ეს ყველაფერი ახლა საფრთხის ქვეშაა“ – აღნიშნა პოლკოვნიკმა მაკგრეგორმა.
“თქვენ მიიღებთ ომს რუსეთთან, რადგან რუსები არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებენ დასავლურ თვითმფრინავებს – ამერიკულ თვითმფრინავებს აღმოსავლეთ უკრაინაში ბრძოლის ველის თავზე. ნატოს მდივანი სტოლტენბერგი გაფრინდა პოლონეთში, რათა შეაჩეროს პოლონელები და არ დაუშვას პოლონეთის მიერ უკრაინელებისთვის მოდერნიზებული “მიგ-29″ თვითმფრინავების გადაცემა. სტოლტენბერგმა ამ ზრახვებს წერტილი დაუსვა. მისი თქმით, ამ ყველაფერმა შეიძლება გამოიწვიოს ომი და ნატო არ შევა ომში. ნახეთ, ეს არის სახალისო ნაწილი. ახლა ყველა საუბრობს თავდაცვაზე დიდი თანხის დახარჯვაზე და ნატოზე ბევრი ფულის დახარჯვაზე. მაგრამ ძალიან მალე ხალხი დასვამს შეკითხვას – რატომ, რატომ ვაკეთებთ ამას?ეს მოხდება იმიტომ, რადგან ცხადია, რომ ნატო არ არის საბრძოლველ მდგომარეობაში, მას არ ძალუძს რუსების გამოწვევა”.
“რუსეთმა საკმაოდ მკაფიოდ განაცხადა, რომ მას სჭირდება ნეიტრალური უკრაინა. ამის მიღწევა რამდენიმე დღის წინ შესაძლებელი იყო, მაშინ რუსული ჯარები საზღვრებს არ გადალახავდნენ. ახლა უკრაინის აღმოსავლეთი ნაწილი რუსეთის ხელშია, მაგრამ რუსები არ იპყრობენ ტერიტორიებს, ისინი ფანტავენ უკრაინულ ჯარებს”.
ამერიკელმა პოლკოვნიკმა ზელენსკიზეც გამოთქვა აზრი: “მე მასში ვერაფერ გმირულს ვერ ვხედავ. ჩემი აზრით, ყველაზე დიდი გმირობა, რომლის ჩადენა მას ახლა შეუძლია – რეალობასთან შეგუებაა. უკრაინის ნეიტრალურ ქვეყნად გადაქცევა – ცუდი არ არის! ნეიტრალური უკრაინა ჩვენთვისაც ისევე კარგია, როგორც რუსეთისთვის” – აღნიშნა დუგლას მაკგრეგორმა.