დღის სიახლეები
საოკუპაციო რეჟიმის მტკიცებით, ე.წ. "რეფერენდუმების" შედეგებით, რუსეთთან შეერთებას დონეცკის ოლქში ამომრჩევლების 99.23%-მა, ლუგანსკში - 98.42%-მა, ზაპოროჟიეში - 93.11%-მა, ხერსონში კი - 87.05%-მა დაუჭირა მხარი
საოკუპაციო ხელისუფლება უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩატარებული ე.წ. "რეფერენდუმების" შედეგებს აქვეყნებს.
მათი ცნობით, ხმების ასი პროცენტის დათვლის შედეგად აღმოჩნდა, რომ რუსეთთან შეერთებას დონეცკის ოლქში „ამომრჩევლების“ 99.23%-მა დაუჭირა მხარი, ლუგანსკში - 98.42%-მა, ზაპოროჟიეში - 93.11%-მა, ხერსონში კი - 87.05%-მა.
საოკუპაციო რეჟიმის მტკიცებით, "რეფერენდუმის" დროს უხეში დარღვევები და შენიშვნები არ დაფიქსირებულა.
შეგახსენებთ, უკრაინის ოთხ ოლქში -დონეცკში, ლუგანსკში, ზაპოროჟიესა და ხერსონში რუსეთთან შეერთების საკითხზე ე.წ. "რეფერენდუმები" 23-27 სექტემბერს ჩატარდა.
მსგავსი
03.03.2023 / 11:26
რუსეთში საავიაციო ტექნიკის სავარაუდო გაგზავნისთვის ამერიკის ორი მოქალაქე დააკავეს
09.12.2022 / 12:54
სტოლტენბერგი: "ვშიშობ, უკრაინის კონფლიქტი ნატო-რუსეთს შორის დიდ ომში გადაიზრდება"
28.11.2022 / 17:12
რუსეთის დუმის სპიკერი: "აშშ-მა ევროპა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ომში ჩაითრია"
18.11.2022 / 15:45
რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და ვლადიმერ პუტინმა "მარცვლეულის დერეფნის" საკითხი განიხილეს
დღის გადაცემები